საქართველოსთვის

მეუფე იაკობი გახარიაზე: ეკლესიისგან აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვს

მე ვფიქრობ, რომ გაასწრო მოვლენებს, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, ინფორმაცია არ მაკლია შიგნით, ასე ვთქვათ, მუშტებით ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო, მელიას იმუნიტეტის შეწყვეტა, ცოტა ხანში გამოდის და თვითონ ამბობს, ამას რას აკეთებთო, ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. მე რადგან ვიცოდი, რომ მაინც უნდა წასულიყო, უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოუვიდა, როგორც მე ვიცი, ჩემი ინფორმაციები რაც მაქვს, გადამოწმებულიც, რატომ ლაპარაკობენ, ივანიშვილის პროექტიაო, ჩემთვის გაუგებარია. 

ვინც არიან დასახელებული კადრები, დღესაც კი რომ უთხრან, იმათ დაუჯერებენ. ადეიშვილის კადრები არიან შიგნით თუ არა კარგად იცით თქვენც, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის, ანუ ნაცმოძრაობის რაღაც ნაწილი იყო იქ.

გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, გეუბნებით, ეკლესიისგან აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არაა

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე. გახარიამ პარტია საქართველოსთვის დააფუძნა.

კომენტარები