ეკონომიკა

თურნავა: ტურიზმი წელს 2019 წლის დონის 50%-მდე აღდგება

ის ფაქტი, რომ ხვალიდან ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და საჰაერო საზღვრები გავხსენით, ის ფაქტი, რომ დავაჩქარეთ ვაქცინაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში, ეტაპობრივად ხდება მათი ვაქცინაცია და ჩვენ ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, არის ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

ჩვენი პროგნოზით, ახლა უკვე ნათელია, რომ ჩვენ შევძლებთ ტურიზმის აქტივობა აღვადგინოთ 2019 წლის, სულ მცირე, 40%-ის დონეზე, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, 50%-მდეც აღდგება 2019 წლის ტურიზმის განვითარების დონე, ეს სრულიად შესაძლებელია

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები