რუსეთი

შოიგუ: რუსეთი დასავლეთის საზღვრებთან ახალ სამხედრო შენაერთებს შექმნის

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი დასავლეთ საზღვრებთან, წლის ბოლომდე, დასავლეთის სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთსა და დანაყოფს შექმნის.

შოიგუს თქმით, ეს არის პასუხი რეგიონში NATO-სა და აშშ-ს აქტიურობაზე.

"ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემას ანგრევენ და გვაიძულებენ, მივიღოთ შესაფერისი საპასუხო ქმედებები". – თქვა შოიგუმ. 

აპრილში რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე სამხედრო შენაერთების აქტიურობამ უკრაინაში საგანგაშო ვითარება შექმნა. 

კომენტარები