დაინტერესებულია ხალხი ახლა ჩვენი გაშავებით და გამარგინალებით, ამბობენ რას, რომ უბრალოდ ჩვენ ვართ რაღაც მართული ძალა და რას ვითხოვთ, თითქოს გაუგებარია მათთვის. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, ვინც უშუალოდ კავშირშია ნამახვანჰესის კასკადის დოკუმენტაციასთან და ხელისმოწერებთან, რაც იქ არის. 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც ზოგადად მიემართება ჩვენი პროტესტი, ამიტომ, თუ ჩვენ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ლოგიკურად ადამიანი? აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი, 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც აქ გამოდის და ვისაც ვთვლით დამნაშავედ
ნამახვანჰესი
გოლეთიანი: 26 მაისის დაკნინებაზე არაა საუბარი, არამედ იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის
tbl.ge/5k49
დაკოპირდა

ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ისაუბრა. აქციის ორგანიზატორებმა, გუშინ, აქციის მსვლელობისას საზოგადოებას მოუწოდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, აღლუმის ნაცვლად მათთან მივიდნენ.
ამავე თემაზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მიერ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მილიონის გადახდა შეაჩერა
- საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის




