საქსტატი

საქსტატი: 2020 წელს ოჯახების საშუალო შემოსავალი საქართველოში 6.4%-ით შემცირდა

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა. ოჯახში საშუალოდ 3.4 კაცი ცხოვრობს, შესაბამისად, ერთ სულზე შემოსავალი 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.

დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე, 2011-2020 წლებში.

ოჯახის შემოსავლების ძირითად წყაროს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები წარმოადგენს, რომლის წილიც გასულ წელთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.

ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების პროცენტული განაწილება:

  • დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი - 47.8%; (წილი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა)
  • პენსიები, სტიპენდიები, სოციალური დახმარებები - 23.4%;  (წილი 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა)
  • თვითდასაქმებიდან შემოსავალი - 9.4%; (2.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა)
  • საჩუქრად მიღებული ფული - 8.9%;
  • მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავალი - 5.7%;
  • უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შემოსავლები - 3.9%;
  • შემოსავალი ანაბრიდან, ქონების გაყიდვიდან - 1%.

 

კომენტარები