კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე კორონავირუსის ინდურ შტამზე: შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ არის

საქართველოში კორონავირუსის ინდური ვარიანტის შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ისაუბრა. გამყრელიძის თანახმად, მიმდინარეობს შესწავლა, მაგრამ ჯერჯერობით ინდური შტამის გავრცელება დადასტურებული არ არის.

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. [..] ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ, ევროპაში, ბევრ ქვეყანაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც სამხრეთ აფრიკული ან ბრაზილიური. პროგნოზი არის, რომ თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა". – თქვა გამყრელიძემ.

23 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 573 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  318 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 622 კი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური  მაჩვენებელი - 4,32%-ია, ბოლო 14 დღის - 4,04%, ბოლო 7 დღის - 4,21%

კომენტარები