კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 733 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა – 4.32%

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 972 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,32%, ბოლო 14 დღის - 4,04%, ბოლო 7 დღის - 4,21%.

ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 54, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 18, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

23 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 573 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  318 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 622 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის 14 326 აქტიური შემთხვევაა. 880 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 418, აჭარაში - 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში - 150, აჭარაში - 12, იმერეთში - 14.

ქვეყანაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები