ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალიდან დელეგაცია სირიის არჩევნებს დააკვირდება

ანატოლი ბიბილოვი და ბაშარ ალ-ასადი. 2018 წელი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალიდან დელეგაცია 22 მაისს სირიაში გაემგზავრება, რათა 26 მაისს სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით დააკვირდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ტადტაევის, თქმით, სირიაში 6-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, მათ შორის, 2 წევრი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოდან, 3 - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან იქნება.

მისივე თქმით, დელეგაცია შეხვდება მმართველი, არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის წარმომადგენლებს და სირიის სხვადასხვა პოლიტიკოსებს. 

ის ასევე ირწმუნება, რომ ამჟამად სირიაში მათი ე.წ. საელჩოს გახსნის საკითხი დგას. 

"მხარეების მიერ ყველა საკითხი განხილულია და მალე სამხრეთ ოსეთის დროშა აღიმართება ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე". - თქვა ტადტაევმა.


შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 29 მაისსვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარება დაგმო და განაცხადა რომ საქართველომ სირიასთან ყველა სახის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

2018 წლის 23 ივლისს დამასკოში ანატოლი ბიბილოვი სირიის დიქტატორს ბაშარ ალ ასადს შეხვდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

კომენტარები