გენერალი გიორგი კვინიტაძე

ზურაბიშვილი გენერალ კვინიტაძის ჩამოსვენებაზე: იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე გამარჯვებაა

დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ბრძოლის დროს ყოფილი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების ტაძარში დაასვენებენ, 26 მაისს კი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები