გენერალი გიორგი კვინიტაძე

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დღეს, 26 მაისს დაკრძალეს.

გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში 22 მაისს, საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დახვედრის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაესწრნენ.

გიორგი კვინიტაძე საქართველოს დემოკრატიული ძალების გენერალი და უკანასკნელი მთავარსარდალი იყო, რომელიც 1921 წელს ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარის ბრძოლას წითელი არმიის წინააღმდეგ.

კომენტარები