გენერალი გიორგი კვინიტაძე

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს

ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში მიმდინარეობს ნეშტის დახვედრის ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ესწრებიან.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების ტაძარში დაასვენებენ, 26 მაისს კი ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე საქართველოს დემოკრატიული ძალების გენერალი და უკანასკნელი მთავარსარდალი იყო, რომელიც 1921 წელს ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარის ბრძოლას წითელი არმიის წინააღმდეგ.

კომენტარები