ჩინეთი

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი

TRT WORLD

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

იუნანის პროვინციის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები განმეორებადი ხასიათის იყო.

ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები