კრიმინალი

შსს: პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანა და ბანკის ფილიალის გაქურდვა სცადა

შსს

სამართალდამცველებმა ქუთაისში ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა". – აცხადებს შსს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები