წყალმომარაგების შეზღუდვა

20 მაისს ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება

20 მაისს ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

"მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. 20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ბაგების დასახლებას, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მე-5 კორპუსს, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ნაფეტვრების გზის, ბათიაშვილის, იმედაძის, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს; კაკლების დასახლებას და ქუჩას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის, ნუშის ბაღების ქუჩებს; დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს" - აცხადებს GWP და მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“. – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები