დემი ლოვატო

დემი ლოვატო არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ იდენტიფიცირდა

მომღერალი დემი ლოვატო არაბინარული გენდერული იდენტობის მატარებლად იდენტიფიცირდა და მის მიმართ გამოყენებული ნაცვალსახელების – She/Her – They/Them-ით ჩანაცვლება ითხოვა.

არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები არც კაცებად იდენტიფიცირდებიან და არც ქალებად და არც საზოგადოებაში მიღებულ გენდერულ ნორმებს მიჰყვებიან. 

"დღეს ის დღეა, როცა ძალიან ბედნიერმა, მსურს ყველა თქვენგანს ჩემი ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი გაგიზიაროთ. ამიერიდან, არაბინარული გენდერული იდენტობის მატარებელი ოფიციალურად ვიქნები და ჩემ მიმართ გამოყენებულ ნაცვალსახელებსაც They/Them-ით ვანაცვლებ". – ამბობს მომღერალი. 

დემი ლოვატომ საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ წელს საკუთარ "ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და თვითრეფლექსიას" დაუთმო დრო.

"She/Her-ის ნაცვლად They/Them ნაცვალსახელების გამოყენება ჩემს გენდერულ ფლუიდობას იდეალურად შეესაბამება". – განმარტა მომღერალმა.  

დემი ლოვატოს ორიგინალი ტვიტერის პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები