დემი ლოვატო

დემი ლოვატო: დილერმა ჩემზე სექსუალურად იძალადა... 15 წლის ასაკში გამაუპატიურეს

Variety

23 მარტს დემი ლოვატოს შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი Dancing WIth The Devil გამოვა, რომელშიც მუსიკოსი წარსულის რთულ ისტორიებს თაყვანისმცემლებს გაუზიარებს.

ფილმის გამოსვლამდე მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა 2018 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც ნარკოტიკული ზედოზირების გამო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ლოვატო იხსენებს, მასზე დილერმა სექსუალურად იძალადა.

"ნარკოდილერმა ფენტალინიანი ჰეროინი შემომაპარა, ზედოზირება დამემართა და მან ჩემზე სექსუალურად იძალადა. შიშველი, გალურჯებული მიპოვეს, პირდაპირი მნიშვნელობით სასიკვდილოდ გამიმეტა, როდესაც საავადმყოფოში გამოვფხიზლდი, მკითხეს სექსუალური კონტაქტი ხომ არ მქონია. იმ მომენტში ბუნდოვანი დეტალები გამახსენდა და "კი" ვუპასუხე. თითქმის ერთ თვე დამჭირდა, რომ ეპიზოდი გონებაში სრულად აღმედგინა. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი სექსუალური ძალადობის ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, 15 წლის ასაკში პირველი სექსი საკუთარი ნების წინააღმდეგ მქონდა, გამაუპატიურეს". – ამბობს მომღერალი.

 

კომენტარები