ოკუპირებული აფხაზეთი

ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

 ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ოფიციალურად უმასპინძლა. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეოს თავად ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრა 18 მაისს გაიმართა.

ანტიოქიის საპატრიარქო გავრცელებულ მასალაში ასლან ბჟანიას "აფხაზეთის პრეზიდენტად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ "სირიისა და აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციები".

საქართველოს საპატრიარქოს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია, ტაბულა მათთან დაკავშირებას ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები