დაპირისპირება დმანისში

სუბარი დმანისში: ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ, ნუ გავახარებთ მათ, ვისაც ესკალაცია სურს

ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ მართლა და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. სათქმელი ითქვა, ყველა არის ერთ აზრზე, ამიტომ ერთი რამე მინდა - აქვე თქვენ შერიგების ნიშნად სიმბოლურად ხელი ჩამოართვით ერთმანეთს, რაც სიტყვიერად უკვე გააკეთეთ. მერე გარეთაც გავაკეთოთ იგივე, რომ ხალხსაც მოვუწოდოთ, დაწყნარდნენ.

ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება აწყობდეს ვითარების ესკალაცია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მას გახარების საშუალებას, იმიტომ, რომ ერთი ოჯახი ვართ, ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის და ერთად უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს. კონფლიქტის მონაწილეების შეხვედრა დმანისის მერიაში გაიმართა, რის შემდეგაც, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თქვეს, რომ კონფლიქტი ამოიწურა. 

კომენტარები