LGBTQ თემი

Tbilisi Pride: 15 პარტიასთან თანამშრომლობა დავიწყეთ LGBT უფლებების შესახებ შეთანხმების მისაღწევად

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად. ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე

იმედს ვიტოვებთ, რომ შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს". – ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო
ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები