LGBTQ თემი

აშშ-ს საელჩო: მივესალმებით პარტიების მიერ LGBTQ უფლებების მხარდაჭერას 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის გაეროს საერთაშორისო დღე თბილისი პრაიდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლითა და საქართველოს 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტქ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნა.

"ლგბტქ უფლებების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერისთვის აშშ-ის საელჩო მიესალმება აღნიშნულ პარტიებს, რომლებიც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ხმას წარმოადგენენ". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები