LGBTQ თემი

თალაკვაძე LGBTQ დოკუმენტზე: დამატებითი ხელმოწერები არ გვჭირდება, უფლებებს ვიცავთ კანონებით

არჩილ თალაკვაძე

"ჩვენ კანონებს და ადამიანის უფლებებს ვიცავთ, არა სხვა პარტიებთან ხელმოწერილი დეკლარაციებით და დოკუმენტებით, არამედ იმ კანონებით, რომელიც მიღებულია აქ, პარლამენტში". - ამბობს ქართული ოცნების ლიდერი არჩილ თალაკვაძე LGBTQ უფლებების მხარდასაჭერ დოკუმენტზე, რომელსაც მმართველმა პარტიამ ხელი არ მოაწერა. 

"სახელმწიფო ყველა მოქალაქეს ეპყრობა თანაბარი პირობებით, დისკრიმინაცია გახლავთ მიუღებელი, ალბათ მაგას ბევრი დაფიქრება არ სჭირდება, ჩვენ კანონებს და ადამიანის უფლებებს ვიცავთ, არა სხვა პარტიებთან ხელმოწერილი დეკლარაციებით და დოკუმენტებით, არამედ იმ კანონებით, რომელიც მიღებულია აქ, პარლამენტში. შესაბამისად, რაიმე დამატებითი დოკუმენტზე ხელმოწერა არ გვჭირდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები". - ამბობს თალაკვაძე. 

Tbilisi Pride-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 15 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. 

დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო

კომენტარები