ამდენი თვე გავიდა, მიერეკებიან, გრძელდება გადათხარა რიონის ხეობისა. პოლიციის კორდონები აჩოჩებენ ამ ჩვენს ოქროსავით ხალხს, რიონის ხეობის მცველებს... იყო ხელოვნური მცდელობები, დაგვაპირისპირონ მათ. აქვე ვადასტურებ, ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს, ვინც ამდენი თვეა, გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თქვა რა, ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა, ჩვენ არ გვინდაო პოლიტიკურში გადასვლაო, მე ვეცი პატივი მათ, როგორც ადამიანმა, რომელშიც დუღდა ეს გადაწყვეტილება, შევიდე, არ შევიდე ამ პოლიტიკაში და აღარ შევაწუხე ხალხი ჩემი იქ ჩასვლით, ვიღაცას არ ეფიქრა, რომ ჩამოვიდა და მათ გვერდზე გაიჯგიმაო... მე სხვა გზა ავირჩიე მათი მხარდაჭერისა და ახლაც ვამბობ, ერთ კვირაში ატარებენ ეს ოქრო ხალხი აქციას? ყველანი მივიდეთ იქ რიგით ჯარისკაცებად.
ლევან ვასაძე
ვასაძე: ვარლამ გოლეთიანმა, ოქროსავით კაცმა, პოლიტიკურში გადასვლა არ გვინდაო, ვეცი პატივი
tbl.ge/5jqn
დაკოპირდა

თქვა პუტინისტმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში გამართულ აქციაზე
ამავე თემაზე
- UK-ს სანქციების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები დაგვიბლოკეს - ვასაძე
- ლევან ვასაძის წიგნი "უძლურის დღიური" რუსული წიგნის ბაზრობის რჩეულებს შორის მოხვდა
- ვასაძე: დამიდგინდა მძიმე დაავადება – გამოიწვია თუ არა სამხედრო ტექნოლოგიამ, ვერ გავარკვევ
- ვასაძე: ახალგაზრდებს ჩვენით აშინებენ ისინი, ვისაც საერთოდ მათი მოტაცება უნდათ
- ვასაძე პრეზიდენტს: სანამ კიდევ რაიმე უბედურებას დაგმართებენ, ხომ არ ჯობს, გადადგეთ?!




