კრიპტოვალუტა

ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, Dogecoin-ის ფასი 34%-ით გაიზარდა

ფოტო: indianexpress.com

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, რომელშიც მან Dogecoin "პოტენციურად იმედის მომცემად" მოიხსენია, კრიპტოვალუტის ფასი, დაახლოებით, 34%-ით გაიზარდა.

ილონ მასკმა Dogecoin-თან დაკავშირებით მას შემდეგ დაწერა, რაც დააანონსა, რომ კომპანია Tesla ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღებას წყვეტს.

Coinbase-ის თანახმად, ამ დროისთვის Dogecoin სიდიდით მეოთხე კრიპტოვალუტაა საბაზრო კაპიტალიზაციით. მასკის ტვიტის შემდეგ კი მის საბაზრო კაპიტალიზაციას $10 მილიარდი დაემატა და სრული მოცულობა, დაახლოებით, $68 მილიარდია. 

Dogecoin [DOGE] 2013 წელს სახუმაროდ შეიქმნა, მისი ლოგო შიბა ინუა და სხვა სერიოზული კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით, Dogecoin-ის მიღმა არავითარი ტექნოლოგია არ დგას.

ბიტკოინისა[BTC] თუ ეთერიუმისაგან[ETH] განსხვავებით, Dogecoin პრაქტიკულ დანიშნულებას არ ასრულებს და მისი ღირებულებაც მხოლოდ ინვესტორების ინტერესზეა დამოკიდებული.

2021 წლის თებერვალში ილონ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

იანვარში კრიპტოვალუტის შეძენის სავარაუდო ფასი დაახლოებით 34 000 დოლარი იყო. მარტში კი მისმა ფასმა 64 000 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, Tesla-ს ინვესტიცია 50%-ითაა გაზრდილი, ანუ მისი პოტენციური მოგება თითქმის 750 მილიონ დოლარს აღწევს. 

შედარებისთვის, 2020 წელი Tesla-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვით 721 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. 

მაღალი ალბათობით, Tesla-მ ბიტკოინის შეძენით სამ თვეში უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით.

 

კომენტარები