პრინცი ჰარი: სამეფო კარზე ცხოვრება რაღაც საშუალოა ტრუმენის შოუსა და ზოოპარკს შორის

Hello Magazine

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრინცი ჰარი მსახიობ დაქს შეპარდის პოდკასტს ეწვია და სამეფო კარის შესახებ ილაპარაკა.

"სამეფო კარზე ცხოვრება იყო რაღაც საშუალო ტრუმენის შოუსა და ზოოპარკს შორის. ცხოვრება სამსახურივით იყო, 20 წელს რომ გადავაბიჯე მივხვდი, რომ მსგავსი სამსახური არ მაინტერესებდა და აქ ყოფნა აღარ მინდოდა. დედაჩემის მაგალითიც სულ მახსოვდა, მას არ მიეცა საშუალება მშვიდად ეცხოვრა საყვარელ ადამიანებთან ერთად. გავიაზრე, რომ ეს ერთგვარი ბიზნესმოდელია, რომელიც ჩემს ოჯახსაც ადრე თუ გვიან შეეხებოდა". – ამბობს ჰარი.

იმავე ინტერვიუში ყოფილმა დიდებულმა მამასთან, სამეფო ტახტის მთავარ პრეტენდენტთან, პრინც ჩარლზთან ურთიერთობაც გაიხსენა:

"მამასთან ურთიერთობა რთული იყო, მაგრამ მას ვერ დავადანაშაულებ. ისე მზრდიდა, როგორც თავად გაზარდეს. პირველად ამაზე დავფიქრდი, როდესაც იმავე სკოლაში მიმიყვანეს, რომელიც ჩარლზმა დაამთავრა. არ მსურდა ამ ტრადიციის გაგრძელება, მაგრამ, თუ არ წამოვიდოდი, ვერაფერს შევცვლიდი. ჩემი შვილების გაზრდაც ისე მომიწევდა, როგორც მე გამზარდეს. მე შევძელი ჯაჭვის გაწყვეტა და გამოქცევა. ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ ოჯახზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს." 

პრინცმა ჩარლზმა, ცოლთან მეგან მარკლთან და შვილთან, არჩისთან ერთად ბრიტანეთის სამეფო კარი 2018 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი ამერიკაში ცხოვრობს. წყვილი მეორე შვილს ელოდება.

კომენტარები