ნამახვანჰესი

ლომინაძე ნამახვანჰესზე: კვლევებით დასტურდება, რომ ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება

2006, 2007, 2011, 2012 წელს სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიების მხრიდან მოხდა ამ პროექტის რევიზია. დღეს, მათივე შეფასებიდან გამომდინარე, 3 კაშხლის ნაცვლად პროექტი ითვალისწინებს 2 კაშხლის აშენებას, მოხლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე. ეს დასკვნები უკვე დევს ჩვენს საიტზე, მიწოდებულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პლატფორმა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ეს გამოითხოვოს.

როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია, ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ ექნება, თუმცა აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება, ტვიში არ დაკარგავს თავის თვისებებს, ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე.

კომენტარები