კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ზეა, ცუდი არაა, მაგრამ გვინდა, 90-95% იყოს

ახლა ვართ პიკურ პერიოდში და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას და რეგულაციას, რაც ამჟამად დაწესებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ზეა, რაც ცუდი არაა, მაგრამ გვინდა, რომ იყოს 90-95%, მაშინ შედარებით უფრო სწრაფად დავძლევთ ამ პიკსაც და უფრო მეტი დაცვა გვექნება ინფექციის შემდგომ გავრცელებასთან მიმართებაში.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცავით ის ხუთი დაწესებული რეგულაცია – პირბადე, დისტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება, სანიტარიული წესრიგის დაცვა და უფრო აქტიური იმუნიზაცია. თუ ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მაისს ამ პარამეტრებით გავივლით, რაც მოგახსენეთ და ივნისის თვეში ბევრად უკეთესი ინდიკატორით შევალთ, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ გარკვეული შემსუბუქებები იყოს დღეს არსებული შეზღუდვების

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

კომენტარები