დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პრემიერი: მკაცრად ვგმობთ ისრაელში მოსახლეობაზე ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს

საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ  ძალადობას და სარაკეტო შეტევებს. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია  მშვიდობიან  მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაძაბულობას ეხმაურება. რამდენიმე დღეა, დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 16 წევრი მოკლა, მათ შორის, ოთხი მაღალი რანგის წევრი. პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "ეს მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც არც კი დასიზმრებიათ".

კომენტარები