ხვალ, 13 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, მაჩაბელის, ასათიანის, ამაღლების, ჭონქაძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, დავითაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჩიტაძის, დუმბაძის, გერგეთის, მესხის, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, შხეფის და წავკისის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, ყაზბეგის, თავხელიძის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.