პოლიტიკური კრიზისი

მელია: მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერთ დოკუმენტს ხელს

ბევრი პრეტენზია და ნაკლოვანება აქვს ამ დოკუმენტს, რბილად რომ ვთქვათ, ამას ყველა აღიარებს, ჩვენი მეგობარი კოლეგებიც კი, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს და მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.  

მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ, შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება, მინიმუმ რამდენიმე დღე, შეიძლება მინიმუმ ერთი კვირა. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც აუცილებლად შევუთანხმებთ სხვა კოლეგა პარტიების თავმჯდომარეებს, მათ წარმომადგენლებს. მინდა, რომ ეს ურთიერთობა თავიდანვე არსებობდეს. ერთიანი ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში კოორდინაცია უნდა გვქონდეს

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები