კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია კომენდანტის საათზე: ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას

ახლა პიკში ვართ და, ამდენად, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ.  

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, როცა, პროგნოზულად, პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, რომ ეს მომენტი დადგება. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები