გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა: 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს

ევროპული საქართველო

"რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს". – წერს გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ოპოზიციონერის ინფორმაციით, პროცესი 2019 წელს, თბილისის აეროპორტში მასზე და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას უკავშირდება.

"მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე".– წერს უგულავა.

2019 წლის 11 დეკემბერს უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. ძიუდოისტი გავაშელიშვილი ამტკიცებდა, რომ მას უგულავამ სცემა და ამ ცემის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ასევე ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

კომენტარები