პოლიტიკური კრიზისი

მელია: ევროპულ საქართველოს ჰქონდა მყარი, სწორი პოზიცია, ოლქებში გვყოლოდა საერთო კანდიდატები

უნდა ითქვას სიმართლე, მაჟორიტარებზე ერთობის მხრივ, ევროპულ საქართველოს ჰქონდა ძალიან მყარი და სწორი პოზიცია და მე მხარს ვუჭერდი იმ პოზიციას, რომ ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში გვყოლოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატები, 30-დან 20-ში მაინც. სამწუხაროდ, ეს მარტო თბილისში მოხერხდა. დამოუკიდებლად, ჩემს თავზე ავიღე ეს ინიციატივა. ამის მიღმა, მე კიდევ რომ წავსულიყავი, პარტიაში სერიოზული კოლაფსი მოხდებოდა არჩევნების პროცესში. ამაზე საუბარი ახლა არ მინდა. ბუნებრივია, არ იყო ჯანსაღი ვითარება ჩვენს პარტიაში, მით უმეტეს, ბევრ ადამიანს, ჩვენს კანდიდატს რეგიონებში, მაგალითად, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ სურდა, რომ ქუთაისში ყოფილიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ხომ არ დავაძალებდი? მაგრამ, ნახეთ – ევროპულ საქართველოს ჰქონდა ეს პოზიცია და სწორი პოზიცია ჰქონდა. თბილისში რა მოხდა?! აი, გლდანის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატი იყო

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში. 

კომენტარები