კრიპტოვალუტა

ეთერიუმის ფასმა რეკორდულ $4 000 დოლარს მიაღწია

10 მარტის მდგომარეობით, კრიპტოვალუტების საფონდო ბირჟა Binance-ზე 1 ეთერიუმის ფასმა $4 140 დოლარი შეადგინა, რაც ვალუტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ეთერიუმის ფასმა 5%-ით მოიმატა, ბაზრის კაპიტალიზაციამ კი $478 მილიარდს მიაღწია, რაც, ბოლო 1 თვის პერიოდში, გაორმაგებული შედეგია. ეთერიუმის ფასი $3 000-დან $4 000 დოლარამდე 1 კვირაში გაიზარდა. ნიშანდობლივია, რომ ალტკოინის მიერ $3 000 დოლარიანი ნიშნულის გადაკვეთისთანავე, მისი შემქმნელი, ვიტალიკ ბუტერინი მილიარდერთა სიას ოფიციალურად შეუერთდა. იგი 365 000 კრიპტომონეტას ფლობს, რაც, დღევანდელი მონაცემებით, $1.51 მილიარდი დოლარის ქონებას უტოლდება. 

კომენტარები