კრიპტოვალუტა

ილონ მასკი SPACEX-ის რაკეტით DOGECOIN-ის კოსმოსში გაგზავნას გეგმავს 

ილონ მასკი
ფოტო: cyptoslate.com

მილიარდერი ილონ მასკი კრიპტოვალუტის მხარდაჭერას განაგრძობს, ამჯერად ის Dogecoin-ის კოსმოსში გაგზავნას გეგმავს.

ამბიციური გეგმის განსახორციელებლად მასკი SpaceX-ის Falcon 9 ტიპის რაკეტას გამოიყენებს, მის ბორტზე კი 40-კილოგრამიანი სატელიტი იქნება განთავსებული, სახელწოდებით – DOGE-1. 

რაკეტის გაშვება 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, სატელიტი DOGE-1-ის მისია კი კოსმოსიდან კამერებისა და სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების საშუალებით ინფორმაციის შეგროვება იქნება. სავარაუდოდ, სატელიტში ჩატვირთული იქნება ციფრული საფულე, რომელიც კრიპტოვალუტას შეინახავს. 

გარდა კოსმოსური მისიისა, SpaceX-მა Dogecoin-ი გადახდის ახალ საშუალებად დაამატა.  

მასკის თქმით, Dogecoin-ი მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა და მიმი იქნება, რომელიც კოსმოსში გაეშვება.  

შეგახსენებთ, რომ Dogecoin-ი ხუმრობის სახით შეიქმნა და, ბიტკოინისა თუ ეთერიუმისგან განსხვავებით, მის მიღმა არავითარი ტექნოლოგიური და ფუნდამენტური ღირებულება არ დგას. მიუხედავად ამისა, ე.წ. მიმკოინს საჯაროდ მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: მასკი, სნუპ დოგი და მარკ კუბანი. 

თავად მასკს კი არაერთხელ უთქვამს, რომ Dogecoin-ი მხოლოდ ხუმრობაა და მისი ტვიტები თუ მოწოდებები სერიოზულად არ უნდა აღიქვან. 

გარდა ამისა, უცნობია ის ფაქტიც, ფლობს თუ არა Dogecoin-ს თავად ილონ მასკი. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ მის და კომპანია Tesla-ს საინვესტიციო პორტფელში 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი ინახება

კომენტარები