კრიმინალი

გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

www.readersride.com

გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 23 ივნისს არის ჩანიშნული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული - ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც  მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები