კრიმინალი

"გააუპატიურეს, ამის შემდეგ, მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა" – საქმეზე 1 პირი დააკავეს

www.geo.tv

გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურამ ბ.თ.-ს ბრალდება უკვე წარუდგინა.

"დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც  მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები