სამხრეთ კორეული კვლევების მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს მხოლოდ პირველ დოზებს 86.6%-იანი ეფექტიანობა აქვთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კვლევა ეფუძნება 60 წელს გადაცილებულ 3.5 მილიონი ადამიანის მონაცემებს, რომელთაგანაც 521 133 ინდივიდი ვაქცინირებული იყო Pfizer-ის ან AstraZeneca-ს პირველი დოზით. კორეის დაავადებათა კონტროლისა და შეჩერების სააგენტოს მიხედვით, Pfizer-ის პირველი დოზის მიღებიდან, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, ვაქცინა 89.7%-იან ეფექტიანობას აჩვენებდა, AstraZeneca კი – 86%-ს.
საკვლევ ჯგუფში Covid-19-ით ინფიცირების 1 237 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან მხოლოდ 29 იყო ვაქცინირებულთა ქვეჯგუფიდან.
"კვლევებიდან ჩანს, რომ ორივე ვაქცინა უზრუნველყოფს ვირუსისგან კარგად თავდაცვას, პირველი დოზითაც კი. ხალხმა მეორე დოზა რეკომენდებულ დროში უნდა გაიკეთოს, რათა ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს". – ამბობენ კორეის დაავადებათა კონტროლისა და შეჩერების სააგენტოში.