კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: მოხდება რესტორნების, სასტუმროების პერსონალის ორგანიზებული ვაქცინაცია

ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ესაა ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა, სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი, რა თქმა უნდა, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ ამაში დაგვეხმარება და შედეგად, ის ორგანიზაციები, ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად და კომპანიებად. ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობებით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის სასტუმრო ან რესტორანი არის კოვიდუსაფრთხო

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები