აღდგომა 2021

ჯაფარიძე: ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების მტერი

პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა, ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე, პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან.

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ. ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური,

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი

წერს გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, Facebook-ზე. 

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში (2 მაისიდან 4 მაისამდე) სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდულია, სასაფლაოებზე მისასვლელი გზები კი ჩაკეტილი.

კომენტარები