გერმანია-რუსეთი

გერმანია: რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.

ევროკავშირის სანქციებზე საპასუხო ქმედების სახით რუსეთმა ევროპელ ოფიციალურ პირებს შეზღუდვები დაუწესა. "შავ სიაში" მოხვდა 8 ადამიანი, რომელთა შორის არიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი და ბერლინის გენერალური პროკურორი იორგ რაუპახი. 

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება აეკრძალებათ. ქმედება წარმოადგენს პასუხს ევროკავშირის მიერ 2 და 22 მარტს რუსეთის ექვსი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზე.

"მარტში რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ ადამიანის უფლებების სეროზული დარღვევისთვის  ევროკავშირის მიერ მიღებული ზომებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ზომები არსებითად უსაფუძვლოა. ზომები ხელს უწყობს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას არასაჭირო გზით". - თქვა სამინისტროს სპიკერმა.

ევროკავშირის მიერ 2 და 22 მარტს დაწესებული პერსონალური სანქციები ეხება იმ პირებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის დევნაში იქნენ დადანაშაულებული. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობა აეკრძალათ.

 

კომენტარები