წვრილმანი ხულიგნობა

ნაცვლიშვილი სანქციების კანონპროქტზე: ვისურვებდი, პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობის ზომებს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, მათ შორის კომენდანტის საათის დროს, დამაზიანებელი იქნება ქართული ოცნებისთვის. მისივე თქმით, შესაძლებელია და ისურვებდა, რომ კანონპროექტზე პრეზიდენტს ვეტოს მექანიზმი გამოეყენებინა. 

"რამდენიმე საათიც არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით. კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში, ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება.

ახლა შესაძლებელია, ცხადია, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ეს მექანიზმი გამოიყენოს". – თქვა ნაცვლიშვილმა. 


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები მბობენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა" და რომ ისინი "იმედგაცრუებულები არიან" ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

კომენტარები