წვრილმანი ხულიგნობა

ნაცვლიშვილი ოცნებას: ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა თუ ციხით ისჯება, ხშირად ჩავარდება კვორუმი

მართლა გჯერათ, რომ უსამართლობის, უმუშევრობის და ეკონომიკურ ჩამოქცევას ჯობია, იმაზე იფიქროთ, ადამიანები რატომ გამოდიან ქუჩაში და რატომ აპროტესტებენ იმ უსამართლობას, მათ შორის უსამართლო სასამართლოს, რატომ აპროტესტებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და რატომ აპროტესტებენ იმას, რომ მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუციები და კანონის ფარგლებიდან არის გასული. ამ სამართლიან პროტესტს ვერანაირი ჯარიმებით და ციხით ვერ დააშინებთ და, ისე, ვიტყოდი, რომ ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა ციხით თუ არის დასჯადი, მაშინ ხშირად გექნებათ აქ კვორუმის ჩავარდნის პრობლემა

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ქართული ოცნების კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით

კომენტარები