კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: წლის ბოლომდე 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია

[წლის ბოლომდე 60%-ის აცრა] ძალიან რეალისტურია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როგორ შეიძლება გაიშალოს უფრო ფართოდ. მოგეხსენებათ, იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რაც მოხდა ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში, შეიზღუდა სავაქცინო ადგილები მხოლოდ და მხოლოდ კლინიკებით, ისიც, ყველა კლინიკაში არა. ახლა კლინიკები გაფართოვდა და სინოფარმზე ჩაერთო უკვე პოლიკლინიკური ქსელი, ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც ვაქცინაცია ძირითადად ტარდება პოლიკლინიკურ ქსელში. ეს კი არა, ალბათ, ხედავთ, რომ აჩვენებენ - ადამიანები მანქანებში, სტადიონებზე იცრებიან, აფთიაქებში იცრებიან. მოგეხსენებათ, ყველაფერი აჟიოტაჟის ის ხდება ხოლმე ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გადაზღვევის პრინციპით, ჯერჯერობით, მარტო ასეა. დამერწმუნეთ, სულ მალე, როცა ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ეს არის უსაფრთხო ინექციები, ყოველდღიური რუტინა გახდება ვაქცინაცია და ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ფართოდ გაიშლება ვაქცინაცია. ზაფხულში უფრო ფართოდ გაიშლება

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 41 801 ადამიანია აცრილი.

კომენტარები