კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი ჯერ არ დაგვიჭერია

დაახლოებით, 80% არის უკვე ბრიტანული შტამით გამოწვეული, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და ჩვენ გარშემოც ვატყობთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ავად, ეს არის ბრიტანული შტამის დამახასიათებელი თვისება. 

საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გამოჩენილა არც სამხრეთაფრიკული, არც ბრაზილიური შტამი დაგვიჭერია, ასე ვთქვათ, ინდური შტამიც ჯერჯერობით არ დაგვიჭერია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამაზე მეთვალყურეობა მიდის, სულ კეთდება გარკვეული რაოდენობის საეჭვო შემთხვევების გენეტიკური ანალიზი, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ არის, თუმცა საქართველო დედამიწაზეა. ის, რაც დედამიწაზე ხდება, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოვა. ახლა მიღებულია საკმაოდ მკაცრი წესები, ინდოეთიდან შემომსვლელი უნდა იყოს აუცილებლად PCR ცნობით, აქაც ტესტი უკეთდება და მიუხედავად ამისა, 2-კვირიან კარანტინს გადის ყველა ჩამოსული, თუნდაც ვაქცინირებული...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

კომენტარები