ამერიკის კინოაკადემიამ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 2021 წლის საუკეთესო რეჟისორად, Nomadland-ის შემქმნელი ქლოე ჟაო დაასახელა.
პირველად ამ კატეგორიაში ქალმა რეჟისორმა, ქეთრინ ბიგელოუმ, 2009 წელს გაიმარჯვა. სულ ოსკარის 93-წლიან ისტორიაში ოქროს ქანდაკებაზე შვიდი ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი.
Nomadland ჟაოს რიგით მესამე ფილმია, ოსკარამდე რეჟისორმა ოქროს გლობუსი და BAFTA მიიღო.
სურათის მოქმედება ჩვენი დროის ამერიკის სამხრეთ შტატებში ვითარდება. მთავარი გმირები მომთაბარე ადამიანები არიან, რომლებიც ფურგონებით ქალაქიდან ქალაქში, დროებითი სამუშაოს ძიებაში გადაადგილდებიან.
ქლოე ჟაო ჩინელი რეჟისორია, სცენარისტი, მემონტაჟე და პროდიუსერია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ჟაომ კრიტიკოსთა და მაყურებელთა ყურადღება 2017 წელს, ინდი დრამით The Rider მიიქცია.