არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროება

საია: ზუგდიდის სასამართლომ მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის პირი 600 ლარით დააჯარიმა

ebru.co.ke

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისთვის ადამიანი 600 ლარით დააჯარიმა.

როგორც საია ამბობს, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს ჰქონდა ადგილი საჯარო სივრცეში.

საია იცავდა არასრულწლოვანს, რომლის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა", - წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობითვე, "ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და  გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა".

კომენტარები