საკონსტიტუციო სასამართლო

თავისუფლების ინსტიტუტი: საკონსტიტუციო აჭიანურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აჭიანურებს სამართალწარმოებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებებზე.

"საქმეების დროში გაწელილი განხილვა ადამიანებს უკარგავს ამ სასამართლოსადმი ნდობას და სამართლის პოვნის იმედს. სულ 238 კონსტიტუციური სარჩელია რეგისტრირებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ელოდება.

აქედან, 67 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული, თუმცა ამ დრომდე მას გადაწყვეტილება არ მიუღია". – ნათქვამია განცხადებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს სათათბირო ოთახიდან გამოსვლას ელოდება:

  • 2015 წელს შეტანილი 6 საქმე
  • 2016 წლის 16 საქმე
  • 2017 წლის 15 საქმე
  • 2018 წლის 15 საქმე
  • 2019 წლის 11 საქმე
  • 2020 წლის 4 საქმე

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს სათათბირო ოთახიდან გამოსვლას 2015 წლის საქმეებიც კი ელოდებიან.

კომენტარები