დანიელსონის დოკუმენტი რომ დაიდო, ჩვენ ყველამ როგორი სიმყარეც გამოვიჩინეთ, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის რყევების მიუხედავად, ასეთივე მყარი პოზიცია უნდა გვქონოდა ახლა და უბრალოდ გაუმჯობესებულ დოკუმენტს და პოლიტიკურ კონტექსტს კი არ მივიღებდით, სასურველ პოლიტიკურ კონტექსტს მივიღებდით.
და არასოდეს, არც მომავალი რეპუტაციისთვის, არც საკუთარი საზოგადოების და ამომრჩევლის წინაშე, პირველ რიგში, არც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, არ არის კარგი ამ ტიპის არათანმიმდევრულობის ჩვენება, თუნდაც იმ მომენტში პარტნიორის უკმაყოფილება გამოიწვიო, ყოველთვის ჯობია, რომ რეპუტაცია გქონდეს მყარი...
...თუ რაღაც მომენტში რომელიმე პარტნიორს რომელიმე პოლიტიკოსის პოზიცია არ მოსწონს, ხდება ხოლმე ცხოვრებაში ასე, სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ყოფილა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული იყო და იცოდნენ, რომ შენს სიტყვას ფასი აქვს, ვიდრე ის, რომ თუნდაც იმ მომენტში "წარმატების" ჩაწერისთვის დათანხმდე იმას, რასაც გუშინწინ პრინციპულად არ ეთანხმებოდი, ასეთი იყო, არის და იქნება ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის პოზიცია. მომავლისთვისაც უკეთესი ეს არის, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პრობლემები ახლა, ამ ხელმოწერით რომ ვერ გადაწყდება, ყველას გვესმის, ჰო? და ამ პოლიტიკურ რეპუტაციას, პირველ რიგში საკუთარი საზოგადოების წინაშე და მერე ასევე პარტნიორების წინაშე ყოველთვის ექნება მნიშვნელობა...





