ჰელენ მაკრორი

ჰარი პოტერის მსახიობი, ჰელენ მაკრორი, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ჰელენ მაკრორი, რომელმაც თავი ჰარი პოტერის 3 ფილმსა და ალესილ კეპებში შესრულებული როლებით დაგვამახსოვრა, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობის მეუღლის თქმით, მაკრორის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნეა. დამიან ლუისმა მეუღლის გარდაცვალების შესახებ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა:

"გულგატეხილმა მსურს განვაცხადო, რომ კიბოსთან გმირული ბრძოლის შემდეგ, ძლიერი და ლამაზი ქალი, ჰელენ მაკრორი, საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. 

ის მოკვდა ისე, როგორც იცხოვრა. უშიშრად. ღმერთმანი, ჩვენ ყველას ის ძალიან გვიყვარს და ვხვდებით, რაოდენ გაგვიმართლა, რომ მასთან ყოფნის შანსი მოგვეცა."

ჰელენ მაკრორი ჰარი პოტერის საგიდან ნარცისა მალფოის, დრაკო მალფოის დედისა და ბელატრისა ლესტრეინჯის დის როლს ასრულებდა. ნარცისა მალფოი ერთადერთია მალფოების ოჯახიდან, რომელმაც ფანების პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. 

გარდა ამისა, მაკრორი სერიალ ალესილ კეპებში დეიდა პოლის როლს ასრულებდა. 

კომენტარები