ნიკა მელიას საქმე

ლილუაშვილი: მელია პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაზეა ბრალდებული. როგორ არის პოლიტპატიმარი?

ვინ არის პოლიტპატიმარი, აბა? ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაზე, როგორ არის პოლიტპატიმარი, აბა მითხარით?

გიორგი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე კომენტარი გააკეთა.

ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს. 
 

კომენტარები